Tampax logo

რა არის ოლვეისის საფენებში

ჩვენ, ოლვეისში, ვაცნობიერებთ, რომ თქვენ გინდათ იცოდეთ რისგან შედგება ის პროდუქცია, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ. სწორედ ამიტომ, თქვენთვის შესაფერისი პროდუქტის შესარჩევად, სასურველ ინფორმაციას გაწვდით.

ოლვეისის ყოველდღიური და ჩვეულებრივი საფენები დამზადებულია ისეთი მასალისაგან, რომელიც თქვენს მაქსიმალურ კომფორტსა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენი პროდუქტების შემადგენლობის სრული განმარტება და თითოეული კომპონენტის დანიშნულება იხილეთ ქვემოთ.

კითხვები გაქვთ? გთხოვთ იხილეთ ჩვენი Q&A (კითხვები იხილეთ ქვემოთ) ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება.

ოლვეისის პროდუქცია უსაფრთხოა?

დიახ, ჩვენს ყოველდღიურ და ჩვეულებრივ საფენებს, დღის განმავლობაში, მილიონობით ქალი, გართულებების გარეშე მოიხმარს. თქვენი უსაფრთხოება არის მთავარი ფაქტორი ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ამიტომ, ჩვენი პროდუქტი ყოველთვის მკაცრად მოწმდება. შემოწმება ასევე მოიცავს შეფასებებს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, როგორიცაა ექიმები, უნივერსიტეტის მეცნიერები და ჯანდაცვის ორგანოები. წარმოების პროცესში,საფენის მასალებზე, ხარისხის შემოწმების 1800-მდე ტესტირება ტარდება. ყოველწლიურად კი, დამოუკიდებელი ლაბორატორიები, ჩვენს საფენებსა და მათ კომპონენტებზე, 20,000-ზე მეტ ტესტირებას ატარებენ. მეტიც, ოლვეისი (ოლვეის ულტრა, ულვეის ნაითი, ოლვეის სენსიტივი) კანის მოვლის ალიანსის „დერმატოლოგიურად აკრედიტებულის“ ტიტულით დაჯილდოვდა.

თქვენი საფენები კანს გამიღიზიანებს?

არა, ჩვენი საფენები კანს არ აღიზიანებს. თითოეული ჩვენი პროდუქტი მკაცრ შემოწმებას გადის, რათა თქვენ ისინი უსაფრთხოდ გამოიყენოთ. სანდოობის შეფასების მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სურნელოვანი საფენები უსაფრთხოა? გაღიზიანებას და ქავილს არ გამოიწვევს?

თქვენი უსაფრთხოება არის მთავარი ფაქტორი ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამიტომ, ჩვენი სურნელოვანი პროდუქციაც ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც სურნელის გარეშე. ჩვენ ვაგროვებთ ისეთ მასალას, მათ შორის არომატებს, რომელიც, საფენებში გამოყენებისას, გაღიზიანებასა და ქავილს არ იწვევს. ასევე, ჩვენს პროდუქციაში გამოყენებული სურნელები, სუნამოების საერთაშორისო ასოციაციის მიერ დადგენილ უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომელიც სუნამოების უსაფრთხოების მაკონტროლებელი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციაა მსოფლიოში. მათ, ვისაც უსურნელო პროდუქცია ურჩევნია, ან სენსიტიურია სურნელების მიმართ, ჩვენი უსურნელო პროდუქციის გამოყენებას ვურჩევთ.

რატომ არ მზადდება თქვენი საფენები 100% ბამბისგან?

ჩვენი პროდუქტი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მიუხედავად მასალის დასახელებისა. როგორც ყველა ქალი, ისე ყველა მენსტრუაცია განსხვავებულია და ჩვენ გვჯერა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაბამისი არჩევანის საშუალება. ამიტომ შევქმენით Always Sensitive Essentials ქალებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ საიმედო ინგრედიენტებით დამზადებული უბრალო საფენები მოიხმარონ. დათმობა არ არის საჭირო, Sensitive Essentials საღებავების, სუნამოებისა და ქლორის მათეთრებლების გარეშე, მარტივი ინგრედიენტებისა და ოლვეისის საიმედო კომფორტისა და დაცვის კომბინაციას გთავაზობთ.

საფენები ქლორის მათეთრებელს შეიცავს?

არა, Always Sensitive Essentials-ის საფენების დეზინფექციური წმენდის პროცესი მთლიანად უქლოროა, ხოლო ჩვენი დანარჩენი საფენების წმენდისას, ქლორის გარეშე წმენდის ელემენტარულ პროცესს ვიყენებთ. ორივე პროცესი თანაბრად უსაფრთხოა.

რატომ გამოიყენება მათეთრებელი საფენებზე?

ჩვენი მომწოდებლები ქლორის გარეშე წმენდის ელემენტარულ პროცესს იყენებენ ჩვენს პროდუქტებში არსებული ცელულოზას ბოჭკოების გასაწმენდად. წმენდის პროცესი აქრობს ბუნებრივ უსუფთაობებს და წმენდს ბოჭკოებს, რათა წარმოებისთვის გაამზადოს. ბოჭკოების გათეთრება ამ პროცესის შედეგია, მაგრამ არა მიზანი. Always Sensitive Essentials-ის საფენები არჩევანის საშუალებას გაძლევთ, სადაც ცელულოზას ბოჭკოების დეზინფექცია ქლორის მაგივრად წყალბადის ზეჟანგით მიმდინარეობს.

თქვენს საფენებში ტოქსიკურ საღებავებს იყენებთ?

არა, არ ვიყენებთ. პიგმენტები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ზოგიერთ საფენში, მკაცრად არის შემოწმებული მეცნიერების, ჯანდაცვის პროვაიდერებისა და ავტორიტეტული ორგანოების მიერ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი უსაფრთხო გამოყენება შესაძლებელია.

როგორ რწმუნდებით, რომ თქვენი პროდუქტი უსაფრთხოა?

გვერწმუნეთ, მეცნიერებაზე დაფუძნებული შეფასების პროცესი მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი ქალების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ბაზარზე მხოლოდ ის პროდუქტი და მასალა ხვდება, რომელიც მეცნიერების მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენს შეფასებებს ვუზიარებთ მეცნიერებს, ჯანდაცვის პროვაიდერებსა და ავტორიტეტულ ორგანოებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პროდუქციის უსაფრთხო გამოყენება შესაძლებელია. უსაფრთხოების პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვებ – გვერდი.

ჩვენი უსაფრთხოების ვალდებულება

ოლვეისი მზად არის უზრუნველყოს ჩვენი ყველა პროდუქტის შესაბამისობა უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებთან. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ინგრედიენტების შეფასებების გადამოწმება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც, ჩვენს პროდუქტს, კანის უსაფრთხოების მათ მიერ დაწესებული მოთხოვნების მიხედვით მიმოიხილავენ. სწორედ ამიტომ ვამაყობთ კანის მოვლის ალიანსის „დერმატოლოგიურად აკრედიტებულის“ ჯილდოს მოპოვებით.

კანის მოვლის ალიანსის აკრედიტაცია

რა არის კანის მოვლის ალიანსი?

მათივე სიტყვებით: ”კანის მოვლის ალიანსი პროფესიონალური დერმატოლოგიური აკრედიტაციით აჯილდოვებს პროდუქტებს, მომსახურებასა და ბრენდებს მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მომხმარებლებს თავდაჯერებული არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით იმის დადასტურებით, რომ პროდუქტი კანისათვის უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული.

ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ, ჩვენი საქმიანობით, კანის საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა კარგ საქმეებს მხარს ვუჭერთ.“

https://www.skinhealthalliance.org/about-us/

ოლვეისი(ოლვეის ულტრა, ულვეის ნაითი, ოლვეის სენსიტივი) კანის მოვლის ალიანსის „დერმატოლოგიურად აკრედიტებულის“ ტიტულით დაჯილდოვდა.

„კანის მოვლის ალიანსის დერმატოლოგიური აკრედიტაციის ლოგო არის გარანტია, რომ პროდუქტებმა კანის უსაფრთხოების მოთხოვნების სრული ნაკრები დააკმაყოფილეს. ეს მოთხოვნები არ არის მწარმოებლის ან ბრენდის მიერ დადგენილი, არამედ ისინი შეთანხმებულია ჩვენი გუნდის მიერ, რომელიც მოწინავე დამოუკიდებელი დერმატოლოგებისა და კანის მეცნიერებისგან შედგება.“ ჯეიმს სტალი, აღმასრულებელი მენეჯერი, კანის მოვლის ალიანსი

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინტერნეტში: კანის მოვლის ალიანსის ვებ-გვერდი - https://www.skinhealthalliance.org/
და ვიდეო იმის შესახებ თუ ვინ არიან ისინი და რას საქმიანობენ: https://www.youtube.com/watch?v=NA-lr0UMxC4