Tampax logo

რა არის Always-ის ყოველდღიურ საფენებში

Always-ში გვესმის, რომ გსურთ იცოდეთ რისგან შედგება პროდუქცია რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია თქვენთვის სასურველი პროდუქციის ასარჩევად.

მასალები, რომლისგანაც Always-ის ჰიგიენური და ყოველდღიური საფენები მზადდება, მაქსიმალური კომფორტისა და დაცვისთვისაა შერჩეული. ქვემოთ იხილავთ ჩვენი პროდუქტების შემადგენელი თითოეული კომპონენტის დეტალურ აღწერილობასა და ფუნქციას.

კიდევ გაქვთ კითხვები? გადახედეთ ქვემოთ მოცემულ კითხვა-პასუხის სექციას ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება.

რამდენად უსაფრთხოა Always-ის პროდუქცია?

ჩვენი პროდუქცია უსაფრთხოა - ჩვენს ჰიგიენურ და ყოველდღიურ საფენებს ყოველდღიურად მილიონობით ქალი სრულიად უსაფრთხოდ იყენებს. მომხმარებლის უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქცია გულმოდგინე შემოწმებას გადის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაც, როგორებიც არიან ექიმები, საუნივერსიტეტო მეცნიერები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წარმოების პროცესში საფენებში გამოყენებული მასალები ხარისხის 1800-მდე შემოწმებას გადის. ყოველწლიურად ჩვენს საფენები და მათში შემავალი კომპონენტები დამოუკიდებელი ლაბორატორიები 20,000-ჯერ მაინც მოწმდება. ამის გარდა, Always-ის პროდუქციას (Always Ultra, Always Night, Always Sensitive) კანის ჯანმრთელობის ალიანსის მიერ „დერმატოლოგიურად აკრედიტირებულის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.

საფენები კანს ხომ არ გამიღიზიანებს?

არა, ჩვენი საფენები კანს არ უნდა აღიზიანებდეს. ჩვენი ყველა პროდუქტი უსაფრთხოების უმკაცრეს შემოწმებას გადის. უსაფრთხოების შეფასების მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რამდენად უსაფრთხოა სურნელოვანი საფენები? კანს ხომ არ გამიღიზიანებს და ქავილს რომ არ გამოიწვევს?

მომხმარებლის უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია, შესაბამისად, ისევე როგორც უსუნო ჰიგიენური და ყოველდღიური საფენები, ჩვენი სურნელოვანი საფენებიც სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ მიერ შერჩეული მასალები, მათ შორის სურნელოვან საფენებში გამოყენებული არომატული ინგრედიენტები, მათ შორის პარფიუმი, არ იწვევს კანის გაღიზიანებას ან ქავილს. ამასთან, ჩვენს საფენებში გამოყენებული პარფიუმი აკმაყოფილებს პარფიუმერული ნაწარმის უსაფრთხოების მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის, საერთაშორისო პარფიუმერული ასოციაციის მიერ დაწესებულ უმკაცრეს სტანდარდებს. თუ უპირატესობას უსუნო პროდუქციას ანიჭებთ ან სუნისადმი მგრძნობიარობით გამოირჩევით, გირჩევთ ჩვენი უსუნო პროდუქცია იხმაროთ.

გამოიყენება თუ არა საფენებში ქლორის მათეთრებელი?

არა, ჩვენი საფენების გასუფთავება ქლორის ან ელემენტარული ქლორის გარეშე ხდება. ორივე პროცესი სრულიად უსაფრთხოა.

რა საჭიროა საფენების გათეთრება?

ჩვენი მომწოდებლები ცელულოზის ბოჭკოებს ქლორის გარეშე ასუფთავებენ. პროცესის მიზანია ბუნებრივი მინარევების მოცილება და ბოჭკოების გასუფთავება წარმოებისთვის მოსამზადებლად. ამ პროცესის შედეგად ბოჭკოები თეთრდება, იმისა მიუხედავად, რომ გათეთრება მიზანი არ არის. ალტერნატიული მეთოდია ცელულოზის ბოჭკოს ქლორის გარეშე, წყალბადის ზეჟანგით გასუფთავება.

შეიცავს თუ არა საფენები ტოქსიკურ საღებავებს?

არა. მეცნიერები, სამედიცინო მუშაკები და საკანონმდელო ორგანოები გულმოდგინედ ამოწმებენ ჩვენს საფენებში გამოყენებულ პიგმენტებს მათ უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად.

როგორ უზრუნველვყოფთ საფენების უსაფრთხოებას?

ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოების შეფასება სამეცნიერო დონეზე ხდება. ბაზარზე მხოლოდ ის პროდუქცია ხვდება, რომელსაც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქვს დაკმაყოფილებული. ამასთანავე, შეფასების სისტემაში ჩართული არიან მეცნიერები, მედიცინის მუშაკები და საკანონმდებლო ორგანოები, რომლებიც ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. უსაფრთხოების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ჩვენს კორპორატიულ ვებსაიტზე.

Always-ის უსაფრთხოების დაპირება

Always მუდამ ზრუნავს რომ ჩვენი პროდუქცია უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია უსაფრთხოებისა და ინგრედიენტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც ჩვენს პროდუქციას უსაფრთხოების თავიანთი კრიტერიუმებით აფასებენ. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა, რომ კანის ჯანმრთელობის ასოციაციამ „დერმატოლოგიურად აკრედიტებულის“ სტატუსი მოგვანიჭა.

ვინ არის კანის ჯანმრთელობის ასოციაცია?

მათივე სიტყვებით: „კანის ჯანმრთელობის ასოციაცია პროფესიონალურ დერატოლოგიურ აკრედიტაციას ანიჭებს პროდუქტებს, სერვისებსა და ბრენდებს მთელ მსოფლიოში. იმის დამოწმებით, რომ პროდუქტმა კანის უსაფრთხოების დამოუკიდებელი შემოწმებები გაიარა, ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს თავდაჯერებულად იგრძნონ თავი საკუთარ არჩევანში. ჩვენთვის ასევე საამაყოა კანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქველმოქმედო დაწესებულებებსა და კეთილ მიზნებს მხარდაჭერა.“

https://www.skinhealthalliance.org/about-us/
Always-ის პროდუქციას (Always Ultra, Always Night, Always Sensitive) კანის ჯანმრთელობის ალიანსის მიერ „დერმატოლოგიურად აკრედიტებულის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.

რას ნიშნავს კანის ჯანმრთელობის ასოციაციის აკრედიტაციის ქონა?

„კანის ჯანმრთელობის ასოციაციის დერმატოლოგიური აკრედიტაციის ლოგო იმის გარანტიაა, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ჩვენს დეტალურ მოთხოვნებს კანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნებს არ აწესებს მწარმოებელი ან ბრენდი, ამაზე ჩვენი წამყვანი დამოუკიდებელი დერმატოლოგებისა და კანის მეცნიერების გუნდი თანხმდება.“ ჯეიმზ სტელი, აღმასრულებელი მენეჯერი, კანის ჯანმრთელობის ასოციაცია

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:

კანის ჯანმრთელობის ასოციაციის ვებსაიტი — https://www.skinhealthalliance.org/

და ვიდეო იმის შესახებ, თუ ვინ არიან/რას აკეთებენ ისინი: https://www.youtube.com/watch?v=NA-lr0UMxC4